USAID-მა, ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფერომონები გადასცა

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა. მონიტორინგის სისტემები მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდება, ხოლო სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებისა და აჭარის 500 სოფელში „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურები დამონტაჟდება.

USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) ხელმძღვანლის, გიორგი მანაგაძის განცხადებით, მონიტორინგის მეშვეობით შესაძლებელია მავნებლის დროული იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მოსავლის დაცვასა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ფაროსანას მონიტორინგისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი-ამერიკული კომპანია „ტრესეს” წარმოებული ფერომონები გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები