მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 723 ათასს აჭარბებს, ვირუსს 34 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 723 328-ს შეადგენს, გარდაცვლილია 34 005 ათასი პაციენტი.

ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ვირუსი 143 025 ადამიანს აქვს დადასტურებული, იტალიაში – 97 689; ჩინეთში – 82 152; ესპანეთში – 80 110; გერმანიაში – 62 432; ირანში – 38 309; ბრიტანეთში – 19 784; შვეიცარიაში – 14 829; ნიდერლანდებში – 10 930; ბელგია – 10 836; სამხრეთ კორეაში –  9661; თურქეთში – 9 217;

სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია კვლავ პირველია – 10 779; ესპანეთში 6 803; ჰუბეის პროვინციაში 3,186; ირანი – 2 640; საფრანგეთი – 2 606; ბრიტანეთში 1 228; თურქეთში 131;

მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 151 991 პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები