ქუთაისის მერია სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს ეხმარება
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს ქალაქის თითმმართველობის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, მათთან ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის დასახმარებელი აქციები მიმდინარეობს.
ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციის მიხედვით შეიწამლა საცხოვრისის 5-ვე სართული და შენობაში თვალსაჩინოდ გაიკრა სარეკომენდაციო ფურცლები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში. სოციალური საცხოვრისის ყველა მკვიდრი არის „მადლიერების სახლის” ბენეფიციარი და ისინი ყოველდღიურად იღებენ ცხელ სადილს, ხოლო 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ეს სადილი საცხოვრებელ ადგილზე მიაქვთ.
სასურსათე ამანათები უკვე მიიღეს აქ მცხოვრებმა მრავალშვილიანმა დედებმა, 70 წელს გადაცილებულმა მარტოხელა ხანდაზმულებმა და მარტოხელა მშობლებმა. ქუთაისის მერიამ უკვე გადაიხადა მათ მიერ დეკემბერში, ,იანვარში, თებერვალსა და მარტში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, ამავე დროს ისინი იღებენ კომუნალურ ვაუჩერსაც. საერთოდ გათავისუფლებულები არიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. ასევე ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებენ სოციალური შემწეობის თანხებს. მომდევნო კვირიდან, სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები მიიღებენ ტრადიციულ სააღდგომო ნობათებს.
ნობათები ყველა მათგანს სახლში დაურიგდება.