ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 60 მრავალშვილიან შეჭირვებულ დედას სურსათი დაურიგდა
კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათის დარიგების აქცია გრძელდება.
დღეს, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ბოლნისში მცხოვრებ 60 მრავალშვილიან შეჭირვებულ დედას სასურსათო კალათა საჩუქრად გამოუგზავნა.
სურსათ-სანოვაგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს ეტაპობრივად დაურიგდება.