ბოლნისი მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდგომარეობის მე-6 დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ ჭუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟოროლიანთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონაში არსებულ მგომარეობაზე იმსჯელეს.

გუბერნატორს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირსუსის პრევენციის მიზნით, მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები