კრემლში კორონავირუსით ინფიცირებული გამოვლინდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში კორონავირუსით ინფიცირებული გამოვლინდა.
როგორც პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიიღება ყველა საჭირო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზომა, რომ ვირუსს გავრცელების შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
ამასთან, პესკოვის თქმით, დაინფიცირებულ თანამშრომელს პუტინთან კონტაქტი არ ჰქონია.
გარდა ამისა, პესკოვმა მედიას დაუდასტურა ინფორმაცია, რომ რუს მომღერალ ლევ ლეშენკოს ღონისძიებაზე იმყოფებოდა, თუმცა არავისთვის ხელი არ ჩამოურთმევია, შემთხვევა კი ორი კვირის წინ იყო.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ლევ ლეშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა.