დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობისა და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო

ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობის და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ვითარების გამო, ქალაქ ტყიბულში შახტების მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები და რაიონის სხვა საჭიროებები განიხილეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დეპუტატი პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის, მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარს გაიღებს. თანხის განკარგვა გამჭვირვალედ რომ მოხდეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და შახტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ, მეშახტეთა მაღალი ჩართულობით, მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები