შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, თანაშემწეებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

ისინი ადგილობრივებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებასა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შესაბამისი წესების დაცვისკენ მოუწოდებენ და მოსახლეობას აღნიშნულ სიტუაციაში სახლებში ყოფნას ურჩევენ.

რწმუნებულებმა ადგილობრივებს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებაც გააცნეს, რომელიც სურსათის შესაძენად, ან სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის, თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტომობილების მომსახურებას გულისხმობს.

ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების, მოხალისეთა ჯგუფის შესახებ და ინსტრუქციები გადაუდებელი საჭიროებისას. უახლოეს დღეებში საინფორმაციო კამპანიას შუახევის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები შეუერთდებიან, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, შშმ პირებს, მარტოხელებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებს მედიკამენტებსა და სასურსათო კალათს გადასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები