მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური ტექნიკით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო. ამის შესახებ სეს-ის წარმომადგენელმა, ნიკა მესხმა ჟურნალისტებს მარნეულის შესასვლელთან მოწყობილ ბლოკსაგუშაგოზე ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, პრიორიტეტული ტერიტორიები, საიდანაც დეზინფექცია დაიწყო, ადგილობრივ თვითმმართველობასა და დაავადებატა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმდა.
„ჩვენ დავიწყეთ სპეციალური ტექნიკით დეზინფექციის ჩატარება, ამ ეტაპზე, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მობილიზებულია რვა ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპისთვის, დამუშავებულია რვა სოფელი, ასევე, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის ტერიტორია და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
განისაზღვრა ადგილობრივ თვითმართველობასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად პრიორიტეტული ტერიოტრიები და ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყო ღონისძიებები. გამოყენებული არის პრეპარატი რომელიც არის უსაფრთხო ადამიანის ჯამრთელობისთვის”, – განაცხადა ნიკა მესხმა.