ირაკლი სესიაშვილი: მინდა, დაგაიმედოთ, დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ

“უნდა დაველოდოთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას. მინდა, დაგაიმედოთ, დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის შესასვლელთან იმ ხუთი ჯარისკაცის შესახებ განაცხადა, რომელიც საავადმყოფოში მომატებული ტემპერატურით არის მოთავსებული.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.

„უნდა დაველოდოთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და, თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები, უბრალოდ, გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოლური წესით მოახდინა ყველა იმ ნორმის დაცვა, ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული, ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურად იქნება ცნობილი. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდოდ მათ არ დაუდასტურდებათ”,  განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები