ირაკლი ჩიქოვანი: ბოლო ორი დღის განმავლობაში StopCoV ფონდში 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა აკუმულირდა
“ბოლო ორი დღის განმავლობაში Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშრებით საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც იცით, ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთდ. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე – ის შესაძლებლობები, რომლებიც ბიზნესს აქვს და ის სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.