მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 422 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 422 989 ათასს შეადგენს, 18 916 გარდაცვლილია.

ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 108 578 პაციენტმა შეძლო.

ჯონს ჰოპკინსის მონაცემით, ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა იტალიაში ნარჩუნდება – 6820; ჰუბეის პროვინცია – 3160; ესპანეთი- 2991; ირანი – 1934; საფრანგეთი – 1100.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას – ყველაზე მეტი დაავადდა ჩინეთში – 81 591; იტალია 69 176; აშშ – 55222; ესპანეთი 42058; გერმანია 32991; ირანი 24811; საფრანგეთი 22633.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები