იტალიაში არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო დღეებში კორონავირუსით 10-ჯერ მეტი ინფიცირებული გამოვლინდეს
იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, ანჯელო ბორელის თქმით, ქვეყანაში კორონავრიუსით ინფიცირების ჯერ კიდევ ათასობით არგამოვლენილი შემთხვევა შეიძლება, იყოს.
ამის შესახებ TBW ბორელის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.
“ერთი დადასტურებული შემთხვევისა და 10 არგამოვლნილის თანაფარდობა სავსებით რეალისტურია”, – აღნიშნა ბორელიმ და თქვა, რომ რამდენიმე დღეში იტალია ინფიცირებულთა რიცხვით ჩინეთს გაასწრებს.
ბორელი ამბობს, რომ ვირუსი სწრაფად ვითარდება და მთავრობა საჭირო ზომების მიღებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, მისი თქმით, ვითარებას დამცავი საშუალებების უკმარისობაც ართულებს.
ბოლო მონაცემით, იტალიაში ვირუსით 63, 9 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 6077 პაციენტი გარდაიცვალა, 7432 კი განიკურნა.