ირანში კორონავირუსს ერთ დღეში 122 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში ვირუსით 24811 ადამიანია ინფიცირებული.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ერთ დღეში 122 ადამიანი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობა 1934 პაციენტს შეადგენს.

ჯაჰანპურის თქმით, 8913 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები