“ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”

“ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”,- ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე კვლევა დღეს 6 პაციენტს ჩაუტარდება.

“ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 3 დადასტურებული დიაგნოზით 3 პაციენტი. მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს მკურნალობა. დამატებულია 6 პაციენტი, რომლებიც დღეს ჩაერთვებიან კვლევაში, დღეს უნდა მოხდეს მათი ანალიზების ნაცხის აღება.

გუშინწინ შემოსული 4 პაციენტის პასუხები უარყოფითია და არ დადასტურდა არც ერთ მათგანთან დიაგნოზი, ასე რომ იგივე სტაბილური მდგომარეობა, რაოდენობა დადასტურებული დიაგნოზით პაციენტების ჩვენს კლინიკაში არ შეცვლილა,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები