ემზარ საბანაძემ ონში მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან, დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად ონში მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოებს შპს “ფირმა იმედი” ასრულებს და ღირებულება 143 777 ლარს შეადგენს. რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სამუშაოების დასრულების ვადა 30 ივლისია.

ამ დროისთვის სამუშაოები ხარისხისა და ვადების დაცვით, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები