ვახტანგ გომელაური: რესტორნებში თუ მოხდება თავშეყრა, დაჯარიმდება როგორც მეპატრონე, ისე მოქალაქეც

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია “იმედზე”, “ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეთა შეკრების ადგილებში დაწესებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მოქალაქეები შეკრებას შეძლებენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია.
„მაგალითისთვის, დიდ სუპერმარკეტებში შესაძლებელია შეიკრიბოს 10 კაციც და 100 კაციც, მაგრამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს იქნება პირბადე თუ დამცავი საშუალებები. ასევე, დისტანცია – რაც ყველაზე მთავარია. სადაც ღია სივრცეა, ავიღოთ, ვთქვათ, რესტორნები, რომელიც დაიხურა, თუ ისევ მოხდება თავშეყრა ან შეკრება, ასევე დაჯარიმდებიან კანონდამრღვევი ადამიანები – როგორც მეპატრონეები, ამ რესტორნის იურიდიული პირები, ისე მოქალაქეები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები