ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა, დროებით უნდა შეწყვიტოს მუშაობა ყველა სხვა სახის დაწესებულებამ და ობიექტმა.

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ამ ობიექტებს საიჯარო გადასახადი დროებით შეუჩერდებათ.

“კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გვაძლევს. მოსახლეობის დაცვასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს ეკონომიკამ. მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მივიღეთ სწორედ ეს გადაწყვეტილება და მათ დროებით ვათავისუფლებთ გადასახადებისგან”, – აცხადებს ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან და საშეღავათო პერიოდის დეტალებს გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები