ირაკლი ჩიქოვანი: ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, საკარანტინე ზონაში იქნება გადაყვანილი
“ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, საკარანტინე ზონაში იქნება გადაყვანილი”, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული.
„აქვე მინდა, ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში – თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისი პროცედურების გათვალსიწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.