​სოზარ სუბარი: გადასახადების გაუქმებით სახელმწიფოს ჩამოვშლით

“საქართველოში საგადასახადო ტვირთი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დაბალია”  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე – ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე მოსალოდნელია თუ არა გადასახადების დაწევა, სუბარი პასუხობს, რომ გადასახადების გაუქმებით სახელმწიფო ჩამოიშლება.

„საქართველოში საგადასახადო ტვირთი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დაბალია. არის რაღაც ზღვარი, რომლის შემდეგაც გადასახადების დაწევა უკუეფექტის მქონე ხდება და, პრაქტიკულად, შესაძლოა სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირება შეზღუდონ. ისეთი დაწესებულებების, როგორიცაა: ჯარი, პოლიცია, სასამართლო, განათლების სისტემა და ა.შ. როცა ოპონენტებზე ვსაუბრობთ მათი მიზანი ეს არის.

დახმარებების ჩამონათვალი ყოველდღიურად იზრდება და ეს არის ის, რასაც ჩვენს მოქალაქეებს ვუკეთებთ. გადასახადების გაუქმებით სახელმწიფოს ჩამოვშლით“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები