ნინოწმინდის ერთ-ერთ წყალსაცავში მკვდარი თევზები შენიშნეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრასთან არსებულ წყალსაცავში მკვდარი თევზები ადგილობრივებმა 18 მარტს შენიშნეს. წყალმა თევზის ერთ-ერთი სახეობა, კარჩხანი გამორიყა.
როდის და რა მიზეზით დაიხოცა აღნიშნული თევზი, უცნობია.
ზემოთ აღნიშნულ წყალსაცავში თევზი 2016 წლიდან გაჩნდა – მას შემდეგ რაც, ტბის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.