საპატრიარქო: კორონავირუსის გამო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, დაელოდეთ სინოდის სხდომას

“საქართველოს საპატრიარქო, ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით, ყველას მოუწოდებს დაელოდოს სინოდის სხდომას და პირადი მოსაზრებებისგან ​თავი შეიკავოს”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასა და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავოს პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდოს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები