გურჯაანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მომუშავე სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ავტოსადგურში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა იმ დაწესებულ აკრძალვებზე ისაუბრეს, რაც კორონავირუსის პრევენციისთვის ხორციელდება.
მძღოლებმა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები მოითხოვეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი პირადად გაეცნო.
არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, საკითხს კახეთის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობს, რის შემდეგაც მძღოლების მოთხვანაზე მსჯელობა დაიწყება.