ირანის ჯანდაცვის უწყება: მედიკოსები ყოველ 10 წუთში აფიქსირებენ კორონავირუსით გამოწვეულ გარდაცვალებას

“ირანელი მედიკოსები კორონავირუსისგან გარდაცვალებას ყოველ ათ წუთში აფიქსირებენ”, – განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანუშ ჯაჰანპურმა.

“ბოლო მონაცემით, ყოველ ათ წუთში კვდება ადამიანი. ამ ციფრის გათვალისწინებით, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველას მოვუწოდებთ, გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც მგზავრობებს ან შეხვედრებს შეეხება”, – აღნიშნა ჯაჰანპურმა.

ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა. უკანასკნელი მონაცემით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 17 361 შეადგენს, სულ მცირე 1135 პაციენტია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები