ნათია თურნავა: 8 დასახელების  პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე ფასები რეგულირებული იქნება

“მთავრობასთან მოქმედ საგანგებო შტაბთან ერთად ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც რვა დასახელების სტრატეგიულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე ფასები რეგულირებული იქნება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ ფოთის ფილიალში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქართული პირბადეების წარმოების პროცესს დაესწრო.

მისი თქმით, სურსათთან დაკავშირებით ფასები  არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ახლავს კორონავირუსის პრობლემას, არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრგან არის აჟიოტაჟი.

“ჩვენ საქართველოში ამას, ვუპირისპირებთ რამდენიმე სპეციალურ მექანიზმს, რომელიც გუშინ ჩემმა კოლეგამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. მთავრობასთან მოქმედ საგანგებო შტაბთან ერთად ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც 8 დასახელების სტრატეგიულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე ფასები რეგულირებული იქნება. რაც შეეხება საკვები პროდუქტების მარაგებს, ის არის საკმარისი და ამ მარაგებში უნდა ჩავთავლოთ ის მარაგებიც, რომელიც არის გზაში.უბრალოდ ლარსზე შეიქმნა ბუნებრივი პირობების გამო პრობლემები, რომლებშიც ჩართული გვყავს მთის კურორტების კომპანია და გვეხმარება ზვავსაშიშროებისგან დავიცვათ ჩვენი მძღოლები და გავხსნათ ლარსი, რასაც სულ რამდენიმე დღეში ვვარაუდობთ“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები