იტალიაში კორონავირუსს თითქმის 3 ათასი ადამიანი ემსხვერპლა – ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში მაღალი სიკვდილიანობის მიზეზს განმარტავენ

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 35 ათასს გადააჭარბა, თითქმის 3 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ განაცხადა, მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი, შესაძლოა, ხანდაზმული ადამიანების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდებოდეს.

იტალიაში გარდაცვლილთა 42%–ზე მეტი 80 წელს გადაცილებული ადამიანებია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში 80 წელს გადაცილებული ადამიანები მოსახლეობის 7% შეადგენენ, ანუ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია იმასთან, რომ იტალიაში გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ.

სილერიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მიზნად მოხუც ადამიანებზე ზრუნვას ისახავს, რაც მათ სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

“მაგრამ, ცხადია, რომ ასაკთან ერთად ჯანმრთელობა ირყევა და კორონავირუსის გართულებები სასიკვდილო ხდება მათთვის”, – განმარტა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები