გია ვოლსკი: მოლოდინი მაქვს, რომ სანქციების გამოყენება არ დაგვჭირდება
“ვიქონიოთ იმედი, რომ სანქციების ამოქმედების აუცილებლობა არ იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამღვევთათთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
“მოლოდინი მაქვს, რომ საზოგადოებაში არცერთი წევრი არ დარჩება უპასუხისმგებლოდ რომ მოეკიდოს ამ საკითხს. მოლოდინი მაქვს იმისა, რომ სანქციების გამოყენება არ დაგვჭირდება იმიტომ, რომ საშიშროება რეალურია, გავრცელების პერსპექტივა, სამწუხაროდ, არსებობს. ვიქონიოთ იმედი, რომ სანქციების ამოქმედების აუცილებლობა არ იქნება”,- განმარტა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარლამენტი სანქციებზე მუშაობას იწყებს. კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევ ფიზიკურ პირს 3 ათას ლარიანი, იურიდიულ პირს კი 15 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრება. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ინიციატივა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას- შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით ითვალისწინებს.