ხობის საბავშვო ბაღების საწყობებში არსებული კვების პროდუქტები სოციალურად დაუცველი აღსაზრდელების ოჯახებზე გადანაწილდა
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გამოცხადებული არდადეგების გახანგრძლივების გამო, საწყობებში არსებული კვების პროდუქტები სოციალურად დაუცველი აღსაზრდელების ოჯახებზე გადანაწილდა.
25 საბავშვო ბაღის 201 აღსაზრდელის ოჯახს სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გადაეცემა.
კვების პროდუქტების ადგილზე მიტანას, საბავშვო ბაღის და „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენელთან ერთად, მოხალისეთა ჯგუფი უზრუნველყოფს.