“პრემიერის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაიწყებს ბიზნესთან კონსულტაციებს, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები იყოს შენარჩუნებული”

“ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგებია და ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პოზიტიური დინამიკა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამინდის გამო შეიქმნა მცირედი შეფერხებები საზღვარზე, რაც უმოკლეს ვადებში მოგვარდება.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოახსენა პრემიერმინისტრს ინფორმაცია მარაგებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პოზიტიური დინამიკა და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგებია. ეს მარაგები ივსება პერმანენტულად, თუმცა გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა, გარკვეული გამოიწვიოს შეფერხებები საზღვარზე, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ეს მაქსიმუმ ერთ-ორ დღეში იქნება ამოწურული. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან შეფერხებებს არ ველოდებით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაიწყებს ბიზნესთან კონსულტაციებს, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები იყოს შენარჩუნებული და არ იყოს ასახული მოქალაქეებზე.

“ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესსუბიექტებთან, მათთან ერთად კოორდინაციით ვახდენთ სრულ კოორდინაციას მთლიანი ბიზნეს პროცესის და შესაბამისად, დიდ გამოწვევებს არ ველოდებით.
პრემიერმინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იყოს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა არ იყოს ასახული მოქალაქეებზე, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნაკლებად ცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებთან მიმართებით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები