ევროკავშირის საზღვრები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა
ევროკავშირმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები 30 დღით ჩაკეტა.
ევროკავშირში მოხვედრა შეეძლებათ წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, ბრიტანეთის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, შვეიცარიის მოქალაქეებს. მესამე ქვეყნის მოქალაქეების შესვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს იქნება შესაძლებელი.
ამასთან, წევრი ქვეყნების ლიდერებმა, კერძოდ, გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საჭიროა ტვირთის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, მისი თქმით, ამჟამად გარკვეული სირთულეები არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის ცენტრი სწორედ ევროპაშია.