ირაკლი კობახიძე: ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვინც  უნდა წარედგინა, ოპოზიციას ყველაზე უარყოფითი პოზიცია ექნებოდა.

„ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომელი კანდიდატიც  უნდა წარმოედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყველასთან დაკავშირებით ექნებოდა იგივე პოზიცია ოპოზიციას, აქედან გამომდინარე ეს არ იყო მოულოდნელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები