ბაქოში, სუმგაითსა და აფშერონის რაიონში აზერბაიჯანის სხვა ქალაქებსა და რაიონებში რეგისტრირებულ ავტომობილებსა და მგზავრებს არ შეუშვებენ

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშვრებით, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება, რომლის ფარგლებში ბაქოში, სუმგაითსა და აფშერონის რაიონში არ დაიშვებიან ის მგზავრები და ავტომობილები, რომლებიც ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და რაიონებში არიან რეგისტრირებული.

გამონაკლისს წარმოადგენენ სასწრაფო დახმარების, საავარიო სამსახურებისა და სატვირთო ავტომობილები.

შეზღუდვა 29 მარტამდე იმოქმედებს.

ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბაქოში, სუმგაითსა და აფშერონის რაიონში რეგისტრირებულ ტრანსპორტს ბაქოში შესვლა და გასვლა თავისუფლად შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები