ირანში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ციხეებიდან 85 ათასამდე პატიმარი გაათავისუფლეს

ირანში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ციხეებიდან 85 ათასამდე პატიმარი გაუშვეს, – განაცხადა ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გოლიამ ჰოსეინ ესმაილიმ.

“დღესდღეობით 85 ათასამდე პატიმარია გათავისუფლებული”, – განაცხადა ესმაილიმ, რომლის სიტყვებს პროფილური სააგენტო –  Mizam Online-ი ციტირებს.

ირანში კორონაირუსის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა.

ბოლო მონაცემით, ინფიცირებულია 14 991 ადამიანი, ვირუსს 853 პაციენტი ემსხვერპლა, თითქმის 5 ათასი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები