ირანში ბოლო 24 საათში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – როუჰანის მტკიცებით კი ქვეყანამ ვირუსის პიკი გადალახა

“ირანში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 129 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ჯამურად კი, ქვეყანაში ვირუსს უკვე 853 ადამიანი ემსხვერპლა”, – წერს Associated Press-ი.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა თითქმის 15 ათასს მიაღწია, ერთ დღეში კი ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, COVID-19-სგან თითქმის 5 ათასი პაციენტი განიკურნა.

ციფრების პარალულურად, ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ვირუსის პიკი დაძლეულია.

“ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ვირუსის პიკი გადავლახეთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ხალხი სახლებში კვლავ უნდა დარჩეს  და ყველა სამედიცინო პროტოკოლი დაიცვას”, – განაცხადა როუჰანიმ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ ჯგუფთან შეხვედრაზე.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ციფრებზე იყო საუბარი – დაავადებულთა, გარდაცვლილთა თუ განკურნებულთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები