სოფო კილაძემ მოქალაქეთა მოსაზრებები და შენიშვნები კომიტეტის წევრებს გააცნო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მოქალაქეთა მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებიც მესიჯების სახით გაიგზავნა და ონლაინტრანსლაციის დროს დაიწერა, კომიტეტის წევრებს ხმამაღლა წაუკითხა.

კომიტეტის მუშაობის პროცესში ცვლილებებია, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კომიტეტზე მოქალაქეთა ფიზიკური დასწრება შეიზღუდა, თუმცა ონლაინტრანსლაციის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა და მესიჯის გაგზავნა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ხმამაღლა წაიკითხავს.

მიმდინარე კომიტეტზე, სხვადასხვა საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შშმ პირების შესახებ კანონპროექტი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები