რომის პაპმა ფრანცისკემ რომის დაცარიელებულ ქუჩებში ფეხით გაიარა(ფოტო)
რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ ვატიკანის რეზიდენცია ცოტა ხნით დატოვა და რომში ჩავიდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ილოცა.
წმინდა ტახტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პონტიფიკოსი თავდაპირველად წმინდა–მარია–მაჯორეს ბაზილიკას ეწვია და ილოცა.
ამის შემდეგ, პონტიფიკოსმა, დაცვის წევრების თანხლებით, სან–მარჩელო–ალ–კორსოს ბაზილიკამდე გამვლელებისგან დაცარიელებულ ქალაქში ფეხით გაიარა.
იტალიის მთელს ტერიტორიაზე კარანტინი მოქმედებს.