ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 84% გამოჯანმრთელდა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, მაჩვენებელი 84% შეადგენს.

ბოლო მონაცემით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 80 860 შეადგენს, მათგან 67 749 გამოჯანმრთელდა, საავადმყოფოებში 9 898 პაციენტი რჩება.

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ხუბეის პროვინციაში, ჯამურად, 67 798 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 3099 გარდაიცვალა, ამრიგად, კომიტეტის ინფორმაციით, სიკვდილიანობამ 4,57% შეადგინა. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მაჩვენებელი ბევრად დაბალია.

დანარჩენ პროვინციებში სულ 13 062 დადასტურებული შემთხვევაა, 144 ლეტალურად დასრულდა, სიკვდილიანობამ 0,87% შეადგინა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები