სოფო კილაძე: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“ ანდაზის არ იყოს, “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების ცრემლების არ მჯერა

“ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს ისეთი სასამართლო რომ სდომოდათ, როგორიც განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებშია, ისეთ წნეხში არ ეყოლებოდათ მოსამართლეები და პროკურატურა, როგორშიც ჰყავდათ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმის გაფორმებას.

კილაძის განცხადებით, მას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტი პარტიების ცრემლების არ სჯერა.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს ისეთი სასამართლო რომ სდომოდათ, როგორიც განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებშია, ისეთ წნეხში არ ეყოლებოდათ მოსამართლეები და პროკურატურა, როგორშიც ჰყავდათ. გამამართლებელი განაჩენები 1% იყო. თუ ასეთი კარგი ხედვა ჰქონდათ და რამე უნდოდათ, მაშინ შეეძლოთა გაეკეთებინათ. ახლა „ფიცის მწამს, ბოლო მაკვრივებსო“ ანდაზის არ იყოს, ასეთი სიტუაციაა. მე არ მჯერა მათი ცრემლების”, – განაცხადა კილაძემ.

20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ “2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები