აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით უკვე 19 ადამიანია ინფიცირებული.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის განყოფილების უფროსმა, იაგუტ გარაევამ განაცხადა, ყველა მათგანი ირანისა და იტალიის მოქალაქეებთან იყო კონტაქტში. დიდ ნაწილს დიაგნოზი კარანტინის დროს დაუდგინდა.

თუმცა, მისი თქმით, მათგან სამი განიკურნა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში კორონავირუსისგან პირველი გარდაცვალებაც ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები