ირანში კორონავირუსს 514 ადამიანი ემსხვერპლა, 11 364 კი ინფიცირებულია
ირანში კორონავირუსს 514 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა 11 364–მდე გაიზარდა, 3 529 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალი რეზა ვახაბზადემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 1 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 85 ადამიანი გარდაიცვალა.
მედია აღნიშნავს, რომ ირანში კორონავირუსისგან გარდაცვალების შემთხვევები მეოთხე დღეა, იზრდება.