მარნეულის მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონი რეაბილიტირდება
მარნულში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა მაღალი ხარისხის მოედნის ხელოვნური საფარი. 1500 ადამიანზე გავლილი ტრიბუნა. ასევე აშენდება ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე სართულზე კი – სასწავლო ოთახი და სტადიონის ადმინისტრაციის საოფისე ფართი. მოეწყობა ავტოსადგომები, მოედნის და პარკირების განათება, განახლდება გახმოვანების, სახანძრო და სადრენაჟო სისტემები, სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე. პრიექტისთვის 7.5 მლნ ლარია გათვლილი”, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.