“ვითიბი ბანკი” ფიზიკურ პირებს, აგრეთვე, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებლებს ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს
“ვითიბი ბანკი”, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ პირს, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებლებს სესხების ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. შეღავათი შეეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე) როგორც ლარში, ასევე – სხვა ვალუტაში. ამის შესახებ განცხადებას “ვითიბი ბანკი” ავრცელებს.
“მომავალი კვირიდან “ვითიბი ბანკი”, დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებასა და მომხმარებელისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.
აგრეთვე, “ვითიბი” ბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა საბანკო სერვისი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეობანკის მეშვეობით”, – ნათქვამია “ვითიბი ბანკის” განცხადებაში