ბორჯომში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევთან მოქცევის ტერიტორიაზე მოსახლეობის სახნავ-სათეს სავარგულებთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა. აღნიშნული გზა ორი ათეული წლის წინ, წყალდიდობის დროს დაზიანდა და ჩაიკეტა, მოსახლეობა კი, მისასვლელი გზის არქონის გამო, მიწის ნაკვეთებს ვეღარ ამუშავებდა.

სამუშაოების შედეგად, სრულად გაიწმინდება და მოწესრიგდება არსებული მონაკვეთი. ადგილობრივების მიერ საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი სავარგულები კი სრულად იქნება ათვისებული და დამუშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები