ემანუელ მაკრონი: კორონავირუსის ეპიდემია ჯერ მხოლოდ დასაწყისშია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია ჯერ მხოლოდ იწყება, ხალხის ჯანმრთელობა კი მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამის შესახებ მაკრონმა ხალხისადმი ტელემიმართვაში განაცხადა.

“ეპიდემიის დასაწყისში ვიმყოფებით. ევროპაში ის ყველგან ძლიერდება, უფრო ინტენსიური ხდება”, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მაკრონმა მოქალაქეებს ერთმანეთზე ზრუნვისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმათზე, ვისი ჯანმრთელობა უფრო სუსტია – იქნება ეს ხანდაზმული ადამიანები, შშმ პირები, ან ქრონიკული დაავადებების მატარებელი მოქალაქეები.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის ეპიდემია უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ჯანდაცვისთვის ყველაზე საშინელ კრიზისს წარმოადგენს.

მაკრონის თქმით, ჯანმრთელობა ფასდაუდებელია და სახელმწიფო ეპიდემიის შესაკავებლად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

ბოლო მონაცემით, საფრანგეთში კორონავირუსის 2876 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 61 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები