“თი ბი სი”: ფიზიკურ პირებსა და გარკვეულ ბიზნესმსესხებელს შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს ვთავაზობთ
“თი ბი სი ბანკი” ფიზიკურ პირებსა და გარკვეული სახის ბიზნესს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს”, – ამის შესახებ “თი ბი სი ბანკის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განმარტებით, საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე – პროცენტს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელსა და, ასევე, ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვებისა და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით “თი ბი სი“ უმარტივებს ადამიანებსს და ბიზნესებს ცხოვრებას.
დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდურად მიიღებენ“, – ნათქვამია “თი ბი სის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.