ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა, 429 გარდაცვლილია

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 075–ს შეადგენს, 429 ლეტალური შემთხვევაა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალი რეზა ვახაბზადემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 75 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ვახაბზადეს თქმით, 3 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები