ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი: ქვეყანაში ეპიდემიის პიკი ჩავლილია
ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, მი ფენის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი ჩავლილია.
ამის შესახებ მი ფენმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ამჟამად, უხანის გარდა, ხუბეის პროვინციის დანარჩენ ქალაქებში ერთი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა. ხუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ იყო 7 შემთხვევა, მათგან 6 – იმპორტირებულია. აღნიშნული მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდემიის ამ ტალღის პიკი ჩავლილია”, – აღნიშნა მი ფენმა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ჩინეთში მხოლოდ 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯამური მონაცემით, ჩინეთში 80793 ინფიცირებულია, 3169 ადამიანი კი გარდაიცვალა.