კონგრესმა დონალდ ტრამპს ირანთან მიმართებით სამხედრო უფლებამოსილება შეუზღუდა

აშშ–ის კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან მიმართებით სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს.

დოკუმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 227–მა წევრმა დაუჭირა, 186 კონგრესმენი წინააღმდეგი იყო, წერს Deutche Welle.

დოკუმენტის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერს, კონგრესის წინასწარი ნებართვის გარეშე, ირანის წინააღმდეგ რაიმე სახის სამხედრო ქმედებების განხორციელება ეკრძალება.

პროცედურულად, რეზოლუციას ხელი თავად ტრამპმა უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს.

აღნიშნული რეზოლუციის მიღების აუცილებლობა დემოკრატმა–კონგრესმენებმა მას შემდეგ დაინახეს, რაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოახდინეს, რამაც ირანსა და აშშ–ის შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები