კახა კუჭავა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი მიესალმა იმ პროგრესს, რომელიც პოლიტიკური მხარეების შეთანხმებით გვაქვს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთან შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ საკითხების განხილვა, რომელიც დღის წესრიგში აქტუალურია.
„შეხვედრაზე შევეხეთ საარჩევნო სისტემასაც. მათ მოიწონეს და მიესალმნენ იმ პროგრესს, რომელიც პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თვალსაზრისით გვაქვს. ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაზეც, კერძოდ, მეოთხე ტალღაზე, რომელიც დეკემბერში დავამტკიცეთ“, – განაცხადა კუჭავამ.