დავით მათიკაშვილი: ჩემი მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერის მზაობა არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვისი კანდიდატურაც  უნდა წარმოედგინა, ოპოზიცია მაინც გააკრიტიკებდა.

მათიკაშვილის თქმით, მისი მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერის მზაობა არსებობს.

“ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს. რომელი კანდიდატიც  უნდა დასახელებულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი აუცილებლად იმავეს იტყოდნენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია არა ქვეყნის წინსვლა, არამედ – დესტრუქციის შეტანა.

ველოდებით პროცედურის ოფიციალურად დაწყებას, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. თუმცა, ვიტყვი, რომ მისი კანდიდატურის მიმართ საკმაოდ ღია მზაობაა ჩემი მხრიდან, რომ მხარი დავუჭირო”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები